
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია “ფერეროს” (Ferrero) შვილობილ შპს. “აგრიჯორჯიას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც კომპანია “ფერერო” შეიძენს ასოციაციისა და მისი პარტნიორი თხილის საშრობი და საწყობი ცენტრების მიერ გადამუშავებულ თხილს. რაც დამატებითი სტიმულია თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის რომლებმაც სრულად განახორციელეს რეკომენდირებული წამლობის სამუშაოები და აგროტექნიკური ღონისძიებები.
შპს. “აგრიჯორჯიას” წარმომადგენლებმა თხილის საშრობი და საწყობი ცენტრების სპეციალისტებს ჩაუტარეს ტრენინგი, რომლის მიზანია ხარისხის სტანდარტებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შეჯერება რომლის მიხედვითაც მოხდება მიღებული ნედლეულის შეფასება.