
2020 წლის 22 ივლისს გვქონდა პატივი ვყოფილიყავით მიწვეული საქართველოს საელჩოში საბერძნეთში.
2020 წლის 22 ივლისს გვქონდა პატივი ვყოფილიყავით მიწვეული საქართველოს საელჩოში საბერძნეთში. სადაც ჩვენს ელჩს, ბატონ დავით დონდუას გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები რომელთა გადადგმა ხელს შეუწყობს ქართული თხილის პოპულარიზაციას საბერძნეთში. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ელჩს და მის გუნდს მხარდაჭერისათვის! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიას” […]

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია “თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს” (INC) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია “თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს” (International Nut and Dried Fruit Council Foundation (INC) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საბჭოს მიზანია მსოფლიო თხილისა და ჩირის ინდუსტრიის მდგრადი ზრდისა და განვითარების სტიმულირება. საერთაშორისო მხარდაჭერა სურსათის უვნებლობის, სახელმწიფო სტანდარტების, სავაჭრო ბარიერების დაძლევისა და სოფლის მეურნეობის ხარისხის სტანდარტების მიმართულებით. ამიერიდან ქართული თხილის სექტორს “თხილისა და ჩირის საერთაშორისო […]

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა!
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპსა და 4 ძირითად მიმართულებებზე – ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია იზიარებს ამ პრინციპებს, ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით […]