
GHGA_სა და “ლიბერთი ბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. სპეციალური აგრო ბარათის საშუალებით ფერმერს საშუალება მიეცემა წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე შეღავათიანი პირობებით იქონიოს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, შეიძინოს საბრუნავი საშუალებები და დააფინანსოს საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რიკებს და დანაკარგებს.ბარათის მფლობელები ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებების შესრულებას მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კახეთში
მიმდინარე სეზონიდან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO (The Food and Agriculture Organization of the United Nations ) მხარდაჭერით დაიწყო ასოციაციის სერვისების მიწოდება კახეთის რეგიონში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის.დასახული მიზნების მისაღწევად გადამზადდა აგრო კონსულტანტთა ჯგუფი, რომელთაგან თითოეული მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 250 ჰექტარ თხილის ფართობს.ფერმერების ტრეინინგ პროგრამის ძირითადი საკითხება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლა-ფორმირება, ირიგაცია, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგრო ვადებში აღება, შრობა და დასაწყობება. აგრო კონსულტანტები ფერმერებს დამატებით მოამზადებენ „ფერმერის დღიურის“ წარმოებაში, წამლობისა და რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში. აგრო კონსულტანტი წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს.

კომპანია “ფერერო” (Ferrero) ასოციაციის წევრი ფერმერებისაგან თხილის შეისყიდის
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია “ფერეროს” (Ferrero) შვილობილ შპს. “აგრიჯორჯიას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც კომპანია “ფერერო” შეიძენს ასოციაციისა და მისი პარტნიორი თხილის საშრობი და საწყობი ცენტრების მიერ გადამუშავებულ თხილს. რაც დამატებითი სტიმულია თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის რომლებმაც სრულად განახორციელეს რეკომენდირებული წამლობის სამუშაოები და აგროტექნიკური ღონისძიებები.
შპს. “აგრიჯორჯიას” წარმომადგენლებმა თხილის საშრობი და საწყობი ცენტრების სპეციალისტებს ჩაუტარეს ტრენინგი, რომლის მიზანია ხარისხის სტანდარტებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შეჯერება რომლის მიხედვითაც მოხდება მიღებული ნედლეულის შეფასება.