
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია “თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს” (International Nut and Dried Fruit Council Foundation (INC) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
საბჭოს მიზანია მსოფლიო თხილისა და ჩირის ინდუსტრიის მდგრადი ზრდისა და განვითარების სტიმულირება. საერთაშორისო მხარდაჭერა სურსათის უვნებლობის, სახელმწიფო სტანდარტების, სავაჭრო ბარიერების დაძლევისა და სოფლის მეურნეობის ხარისხის სტანდარტების მიმართულებით.
ამიერიდან ქართული თხილის სექტორს “თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოში” (INC) წარმოადგენს “საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“