საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს “თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამას”. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ აგრარული მიმართულების წარჩინებული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან
პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს, რომლის განმავლობასიც სტუდენტებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ასევე უცხოელი სპეციალისტები აცნობენ
კურსი წლის განმავლობაში მოიცავს 3 ვიზიტს რომლის განმავლობაშიც სტუდენტები იღებენ პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
“თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა” ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით