თითოეულ საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის – 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო თითოეული საწარმო, ყოველწლიურად, საშუალოდ 300 ფერმერს ემსახურება.
პროექტი ხორციელდება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.