თხილის გადარჩენის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და GHGA მონაწილეობით, შემუშავდა კომპლექსური გეგმა, რომელიც თხილის მწარმოებელ ფერმერებს საშუალება მისცა მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2630 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მომსახურება:
- აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის.
- თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება.
- მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებითა და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა – 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ).
- შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის „ფერმერთა მომსახურების ცენტრებში“
- ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინონსო ორგანიზაციები)
- ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა
- შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობ და სასაწყობე ცენტრებში
- სპეციალური „ფერმერის დღიურების“ გადაცემა
- მოსავლის ხარისხის კონტროლი
- მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება.
ფერმერის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები
- გასხვლა-ფორმირება და გამოხშირვა
- სადრენაჟო არხების მოწყობა-მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში)
- მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, კომბინირებული წამლობა მაღალ ეფექტური შესაწამლი აპარატის გამოყენებით.
- წამლობისა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა.
- მოსავლის აგროვადებში აღება, შრობა და დასაწყობება